1744565400
ტრამპი თვლის, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები კარგად მიდის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი თვლის, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები კარგად მიდის. როგორც დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს ხანებში ამ საკითხზე სიახლეები იქნება.
მანამდე მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი სანკტ პეტერბურგში კრემლის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრის დეტალები არ გასაჯაროებულა