ირანიდან მავნე მწერით დაავადებული 19 900 ცალი ქრიზანთემა შემოჰქონდათ, რომელიც უკან გააბრუნეს - შემოსავლების სამსახური

მწერით დაავადებული 19 900 ცალი ქრიზანთემა შემოჰქონდათ

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო", ირანის რესპუბლიკიდან შემოტანილი სხვადასხვა სახეობის 41 126 ცალი მცენარე (მოჭრილი ყვავილები და ტოტები) გააჩერეს.

მათივე ცნობით, ყვავილის ერთ-ერთი სახეობა კერძოდ, 19 900 ცალი ქრიზანთემა საკარანტინო მავნე მწერით (Liriomeza sp) დაავადებული აღმოჩნდა - ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს.