1744744668
დღეს რა შეფასებაც არ უნდა გააკეთოს სალომე ზურაბიშვილმა, ეს არ ცვლის ფაქტს, რომ გამხლეჩი საკითხების გადასაწყვეტად მას არაფერი გაუკეთებია - ნიკა მელია

სალომემ როგორი შეფასებაც არ უნდა გააკეთოს დღეს, უკვე დამდგარ ფაქტს არ ცვლის, არ ცვლის იმას, რომ პრევენციულად მას საერთოდ არაფერი გაუკეთებია გამხლეჩი საკითხების გადასაწყვეტად, – ამის შესახებ „ცვლილებებისთვის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
მელიას თქმით, ერთობა უნდა მოხდეს ფუნდამენტურ და რეალურ საკითხებზე.
„სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე: იყო ორი გამხლეჩი საკითხი, რომელზეც უნდა მომხდარიყო შეჯერება: 1. საგამოძიებო კომისია, მასში მონაწილეობა/არმონაწილეობა – რომლიც ვითომ შეთანხმდა; 2. ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობა – რომელიც ვერ შეთანხმდა. გამარჯვება შეიძლება მხოლოდ პოზიციის სიცხადით, ახლა ყველანი ვაკეთებთ გახარიას შეფასებას იმ პოზიციით, რომელიც გამოხატა. გამოხატული პოზიცია ან მოგვეწონება, ან არა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის უპოზიციობა არის კიდევ უფრო დიდი პრობლემა. სალომემ როგორი შეფასებაც არ უნდა გააკეთოს დღეს, უკვე დამდგარ ფაქტს არ ცვლის, არ ცვლის იმას რომ პრევენციულად მას საერთოდ არაფერი გაუკეთებია გამხლეჩი საკითხების გადასაწყვეტად. სამომავლოდ თუ გვინდა ერთობა, ერთობა უნდა მოხდეს ფუნდამენტურ და რეალურ საკითხებზე და საზოგადოებას ტყუილი არ უნდა ვაკადროთ, თითქოს შენ რაიმე მნიშვნელოვანს აკოორდინირებ“, – წერს მელია.