რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1744659848
საქართველოში ბევრი ტიკტოკერი და ინფლუენსერია, რომელიც საზოგადოებაში განსაკუთრებული სიმპათიებით და სიყვარულით სარგებლობს, ერთ-ერთი მათგანი იასინ იბრაჰიმია. ახალგაზრდა კაცს, თმის სტრუქტურის გამო, „ხუჭუჭა“ შეარქვეს და მისი ვიდეოები სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე ვირუსულად ვრცელდება.
„ხუჭუჭა“ განსაკუთრებით მაშინ შეიყვარა სოციალური ქსელის მომხმარებელმა, როდესაც ქუთაისელ ბლოგერთან, სელენა ბუხაიძესთან ერთობლივი სახალისო კადრები გაავრცელა.
ამჯერად, წარმოშობით ერაყელმა „ხუჭუჭამ“ პირადი ცხოვრების შესახებ მიმართვა გაავრცელა:
„მინდა, შევეხო ისეთ საკითხს, რომელიც, რეალურად, პირადი იყო, მაგრამ გახადეთ საჯარო... მოკლედ, მეუღლეს დაახლოებით 9 თვეა, დაშორებული ვარ. მინდა, შეწყვიტოთ ჩვენი საერთო ფოტოების ერთად დადება და აცადოთ მასაც და მეც გავაგრძელოთ ცხოვრება ცალ-ცალკე. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მისი პირადი და პირადი ცხოვრება მე აღარ მეხება, თუ გამითვალისწინებთ, მადლიერი დაგრჩებით,“ - დაწერა ტიკტოკერმა.
უფრო მეტი იასინის შესახებ: "ყველა ჩემი ძმაკაცი ქართველია..." - ვინ არის და რას საქმიანობს „ხუჭუჭა“, რომლის ვიდეოები ვირუსულად ვრცელდება