ჩერნობილში მცხოვრებ ძაღლებში აუხსნელი გენეტიკური ცვლილებები აღმოაჩინეს - მეცნიერებმა ახალი კვლევის შედეგები გაასაჯაროვეს

ჩერნობილელი ძაღლები

ჩერნობილის ზონაში მცხოვრები ველური ძაღლების პოპულაცია გენეტიკურად განსხვავდება სხვა ტერიტორიებზე მცხოვრები ძაღლებისგან. ამას მოწმობს ახალი კვლევის შედეგები, რომლის შესახებაც სამეცნიერო ჟურნალი IFL Science წერს. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ 1986 წელს ჩერნობილიდან ადამიანების მასობრივი განსახლების დროს ათასობით ძაღლი, რომლებიც მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეზოებში ცხოვრობდნებ, უსახლკაროდ დარჩნენ. ატომური ელექტროსადგურის გარშემო დასხივებულ ზონაში მიტოვებულმა ძაღლებმა შექმნეს სტაბილური პოპულაცია, რომელიც დღესაც არსებობს. 

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ძაღლებმა განიცადეს სწრაფი ევოლუცია ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში და ახლა გენეტიკურად განსხვავდებიან სხვა ძაღლებისგან მთელ მსოფლიოში. მათი დნმ-ის პროფილი იმდენად შეიცვალა, რომ ახლა მათი გენები სულ სხვა შემადგენლობისაა.

ძაღლები არ არიან ერთადერთი სახეობა, რომელიც გარდაიქმნა ჩერნობილის მკაცრი გარემოს გამო. რადიაციის ზონაში მყოფ ზოგიერთ ფრინველს აქვს ნაწლავის სხვადასხვა მიკრობიომა, ხის ბაყაყებმა ფერი იცვალეს და მგლებს აქვთ შეცვლილი იმუნური სისტემა.