„ასე შეგვაშინა...“ - როგორია მარიამ კოხრეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ჰყვება დანტესი
1771014875
Reuters-ის ცნობით, ინდონეზიაში, ჯავის პროვინციაში, სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა. მაშველები ვაგონებს შორის ჩარჩენილი ორი ადამიანის გამოყვანას ცდილობენ.
შემთხვევის დროს მატარებლებში 478 მგზავრი იმყოფებოდა. დაღუპულები ეკიპაჟის წევრები არიან. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მატარებლის ოპერატორ კომპანიასა და პროვინციის მთავრობაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩაატარებენ.