დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სუდანის გასამხედროებული დაჯგუფებამ „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72-საათით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
მსოფლიო ლიდერები მოუწოდებენ სუდანის დაპირისპირებულ მხარეებს დაიცვან ცეცხლის შეწყვეტა მუსლიმური დღესასწაულის ეიდ ალ-ფითრის განმავლობაში, რომელიც პარასკევს იწყება.
გასამხედროებული დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ [RSF] განცხადებაში ნათქვამია, რომ დაიცავს 72-საათიან ცეცხლის შეწყვეტის პირობას, რომელიც ძალაში შევა პარასკევს დილის 6 საათზე (04:00 GMT). მათი ცნობით, ზავის განმავლობაში გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფნები მოქალაქეების ევაკუაციისთვის.
Aljazeera-ს ცნობით, სუდანის არმიას ოფიციალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, დაიცავს თუ არა ცეცხლის შეწყვეტას არ გაუვრცელებია.
შეგახსენებთ, რომ სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებული დაჯგუფების, "სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.