„შავი მთვარე“ მორიელში გადავიდა - ზოდიაქოს ნიშნები, რომელზეც ეს პერიოდი იმოქმედებს

შავი მთვარე

27 მარტს „შავი მთვარე“ მორიელის ნიშანში გადავიდა, სადაც 2025 წლის 20 დეკემბრამდე იქნება. 

ასტროლოგი ნინა სუსლოვა განმარტავს, რომ ეს ცვლილებები მეტ-ნაკლებად ყველა ნიშანზე აისახება.

ვერძი - საქმიან ურთიერთობებს და ფინანსებს შეეხება. სიფრთხილე მართებთ კომპანიის მფლობელებს, ასევე მათ, ვინც ხელშეკრულებებზე ხელს აწერენ. თანამშრომლური ურთიერთობების კუთხით მეტი სიფრთხილე მართებთ, რომ არ მოატყუონ და შეცდომაში არ შეიყვანონ.

კურო - ეს არის ურთიერთობები, უფრო მეტად პარტნიორული. შეიძლება, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ხელს შეუშლიან და აცდუნებენ. ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ახალ ადამიანებთან, განსაკუთრებით, თუ ვინმე მოეწონათ, რომ არ შეცდნენ.

ტყუპები - პირველ რიგში, საჭიროა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ყურადღების მიქცევა. თუ საჭირო გახდა ექიმთან ვიზიტი, ყურადღებით შეარჩიოს. შეიძლება არასწორ ექიმთან მივიდეს და არასწორი დიაგნოზი დაუსვან. ასევე, უმჯობესია, ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადამოწმება და შემდეგ უკვე ნაბიჯების გადადგმა. 

კირჩხიბი - კირჩხიბის შემთხვევაში სასიყვარულო ურთიერთობებს უნდა მიექცეს ყურადღება. აქ შეიძლება უკვე რსებულ პარტნიორთან იყოს ცვლილება, ან რაღაც ხელის შემშლელი ფაქტორი. ბავშვებთან მიმართებით მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ. ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ მძიმე უნდა იყოს, ეს ის სფეროა, რომელსაც ეხება და მეტი ყურადღება დაუთმოთ.

ლომი - შეიძლება სახლში რაღაც პრობლემა წარმოიქმნას. ნათესავებთან, ან უძრავ ქონებასთან. შეიძლება მათთან ჰქონდეთ პრობლემა, ან მათი პრობლემების მოგვარება მოუწიოთ. 

ქალწული - ინფორმაციის მიღება, სწავლა, ახლის შემოტანა ცხოვრებაში: აქ შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ეტყვიან რომ არ გინდა, არ გამოგივა, ხელს შეუშლიან. ქალწულებს მეტი სიფრთხილე და ყურადღება მართებთ საჭესთან, გადაადგილების დროს, შეიძლება გაფუჭდეს ტექნიკა და მწყობრიდან გამოვიდეს. 

სასწორი - ეს არის ფინანსების მართვა, ანუ სწორი რესურსის განაწილება. კვებას მიაქციეთ ყურადღება. ფული არ გაფლანგოთ ზედმეტად.

მორიელი - ყველაზე მეტად ეს პერიოდი ამ ნიშანზე აისახება. გაძლიერებული იქნება მათი ენერგია, მაგრამ ბევრი ადამიანი გამოჩნდება, რომელსაც მათი შურს, უნდათ ხელი შეუშალონ, მაგრამ თავიანთი სიძლიერე უნდა დაამტკიცონ.

მშვილდოსანი - ის, რისი გათქმაც არ სურს, უმჯობესია, ახლო წრეშიც არ ილაპარაკოს და არ გაავრცელოს თავისი გეგმები. ასევე შეიძლება რაღაც ინფორმაცია მათთვის დაფარული იყოს და გახდეს ხილული, ან პირიქით, რაღაც დაუმალონ. 

თხის რქა - სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები შეიქმნება. შეიძლება, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან, ან გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ესენი ცუდები არიან. აქაც ინფორმაცია უნდა გაიფილტროს და დოკუმენტებზე ხელის მოწერისას ფრთხილად იყვნენ. 

მერწყული - ეს არის სამსახურებრივი ურთიერთობები და ურთიერთობები კოლეგებთან. უნდა იზრუნონ რეპუტაციაზე და იზრუნონ.

თევზები -  ქვეყნის გარეთ გასვლა, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა სიფრთხილეს მოითხოვს. აქ ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ უცხოელი პარტნიორები ჰყავთ, რომ შეცდომაში არ შეიყვანონ და რაღაც ხელშეკრულებას შეცდომით ხელი არ მოაწერონ. ყველაფერში, რაც უცხოეთს უკავშირდება, უნდა იყვნენ ფრთხილად და ყურადღებით.