წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1744048969
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გრძელდება - დღეს პროკურატურის მოწმეებს, პოლიციელებს ჰკითხავენ.
დარბაზში იმყოფებიან ჟურნალისტის კოლეგები, ახლობლები და მხარდამჭერები, ისინი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ.
აღნიშნული საქმის მთავარი ფიგურანტი ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძეა, ის დაზარალებულად არის ცნობილი. მზია ამაღლობელმა 12 იანვარს, აქციაზე მას სილა გააწნა, რის გამოც ჟურნალისტის მიმართ სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო გამოძიება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.