სურსათის ეროვნული სააგენტო, „სოფლის ნობათთან“ დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
1744035536
ოჯახი მამაკაცის ცხედარს ეძებს, რომელიც მათი ინფორმაციით, ერთი თვის წინ, "ვარციხე ჰესიდან" გადახტა. შემთხვევა 2 მარტს მოხდა.
როგორც ოჯახი აცხადებს, 48 წლის ავთანდილ ბოდოკიას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. მძიმე დაავადების პარალელურად, მამაკაცს ფარული დეპრესია ჰქონდა, რამაც ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
ოჯახისგან 10,000 ლარი გადაეცემა ადამიანს, ვინც ავთანდილის დაკარგულ ცხედარს მდ. რიონში გვაპოვნინებს.
ცხედარი შუა ბაშიდან ფოთამდე, ნებისმიერ ადგილზე შეიძლება იყოს: ნაპირებზე, წყლის ზედაპირზე, მდინარის კუნძულებთან და ა.შ.
მდინარეში საეჭვო სხეულის შემჩნევის შემთხვევაში (ცხედარი 36-ე დღეა წყალშია) გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ პოლიციას და ოჯახს: 598228060
(პასუხისმგებელი გარდაცვლილის ძმა - Tarasi Bodokia)
ძალიან გთხოვთ, გადააზიაროთ და მაქსიმალურად გაავრცელოთ.
P.S მეგობრებო, ოჯახის, ნათესავების და შესაბამისი მცოდნის მქონე მოხალისეების პარალელურად, რასაკვირველია, სამაშველო სამსახურიც შეუჩერებლად მუშაობს და ყოველდღე, აქტიურად ატარებს სამძებრო სამუშაოებს! რიონი საქართველოს ყველაზე წყალუხვი და სიდიდით მეორე მდინარეა, რაც, ცხადია, სამძებრო მასშტაბებს ზრდის და უფრო ართულებს.
ჩვენი მიზანია ინფორმაცია დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას მივაწვდინოთ, იმ პირებს, ვინც რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, შეხება აქვთ მდინარესთან, თევზაობენ, ნიჩბოსნობენ ან მწყემსაობენ, რათა ინფორმირების შემდეგ მეტი ყურადღება გამოიჩინონ და მათი მიმდებარე ტერიტორიები მეტად გააკონტროლონ.
აღნიშნული თანხა არც ჯილდოა და არც წამახალისებელი საჩუქარი, ეს არის მადლიერების გამოსახატად იმ ადამიანისადმი, ვინც შემთხვევით მაინც გადააწყდება ცხედარს, რაც ჩვენი ოჯახის გარდაცვლილი წევრის პატივის მიგებასა და დაკრძალვაში დაგვეხმარება“,-წერს საბა ბოდოკია.
როგორც ახლობლები ჰყვებიან, 48 წლის მამაკაცი, ქუთაისთან ახლოს, ვარციხის ჰესის 10 მეტრის სიღრმის მდინარეში გადახტა. შემთხვევიდან 3 საათში, ჰესის ტერიტორია ფსკერამდე დააშრეს, თუმცა ცხედარი არსად აღმოჩნდა. მთელი თვის განმავლობაში, სამძებრო სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობდა, თუმცა ცხედრის ნახვა ვერ მოხერხდა.
მათივე თქმით, პირველ აპრილს ჩატარდა მასშტაბური სამძებრო სამუშაო, შპს "ვარციხე 2005"-მა მისი ყველა (ოთხივე) ჰესი გათიშა, რიონის დამშრალ 25 კილომეტრიან არხში, თავდაუზოგავი შრომით ასობით სამაშველო ჯგუფებმა და მოხალისეებმა დეტალური სამძებრო სამუშაოები განახორციელა, თუმცა გვამის პოვნა ისევ ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილის ოჯახი და ახლობლები ძებნას დამოუკიდებლადაც განაგრძობენ.
მათი თქმით, სამძებრო ოპერაციები ჩასატარებელია რიონის ათეული კილომეტრის მანძილზე: სამტრედიიდან ფოთამდე.
მასშტაბური ტერიტორიის გამო, ოჯახს სურს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება და თხოვნა, რომ სურვილის შემთხვევაში ჩაერთონ სამძებრო სამუშაოებში მოხალისეებად.