მზია ამაღლობელის მომდევნო პროცესი 14 აპრილს გაიმართება

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 14 აპრილს გაგრძელდება. დღეს პროკურატურის მოწმეები - პოლიციელები გამოჰკითხეს.

დარბაზში იმყოფებოდნენ ჟურნალისტის კოლეგები, ახლობლები და მხარდამჭერები, მათ მზია ამაღლობელის გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

აღნიშნული საქმის მთავარი ფიგურანტი ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძეა -ის დაზარალებულად არის ცნობილი. მზია ამაღლობელმა 12 იანვარს, აქციაზე მას სილა გააწნა რის გამოც ჟურნალისტის მიმართ სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო გამოძიება. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.