რუსული ტერორი უცხოური კომპონენტების გარეშე შეუძლებელია. რუსეთი უკვე აწარმოებს „დრონ-კამიკაძეებს“, რომლებითაც უკრაინას უტევს - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კანის ფესტივალზე

„დრონი-კამიკაძეები“, რომლებითაც რუსეთი უკრაინას უტევს და ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 24 იანვარს, კიევის ოლქში მოხდა, უკვე რუსეთშია წარმოებული, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„თავიდან ირანი რუსეთს მზა Shahed-ს გადასცემდა. შემდეგ თათრეთში საკუთარი წარმოება აითვისეს - ერთ-ერთ ეროვნულ ტერიტორიაზე, რომელსაც მოსკოვი ამ დრომდე აკონტროლებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს Shahed-ები ფაქტობრივად რუსულია, მათ შექმნას იქ ვერ შეძლებდნენ უცხოეთიდან მომარაგების გარეშე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსების ყოველი დრონი და რაკეტა „უცხოური კომპონენტების, კრიტიკული კომპონენტების საფუძველზე იწარმოება, რომლის გარეშეც რუსული ტერორი საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა“.

„31 Shahed-ი გასული ღამის განმავალობაში - ეს დაახლოებით 2635 კომპონენტია მოწოდებული სხვა ქვეყნებისგან. ეს არის მიკროსქემები, გადამრთავები, ტრანსივერები. ნებისმიერი კომპონენტის მიწოდება რუსეთისთვის უნდა შეწყდეს, რათა ეს ტერორი შეჩერდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.