„ჯილდოსთან ერთად, კარგ შემოსავალსაც მოგიტანთ...“ - ყველაზე წარმატებული თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
1738686631
„თბილისი მოლთან“ დაკავებულებიდან რვას ბრალდება შეეცვალა - გამოძიება მათ სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
ოფიციალურ ტექსტში მითითებულია ინიციალები, თუმცა ირკვევა, რომ მათ შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა და კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი.
ბრალდების შინაარსი ასეთია - საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობა. ეს ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„დღეს როდესაც ველოდებით, რომ ადმინისტრაციული წესით მოხდებოდა მათი სასამართლოში გადმოყვანა, ვიგებთ მოულოდნელად, რომ მათ მიმართ სისხლის სამართლის წარმოება იწყება. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ ქმედებაში არ იკვეთება არანაირი სისხლის სამართლის ნიშნები და შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალს, რა მოჰყვება ამ საქმეებს შემდგომში“, - ამბობს ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე.