1738740909
„ვინც აქციაში მონაწილეობდა, იცოდა, რომ შესაბამისი გზის გადაკეტვა სისხლისსამართლებრივი წესით პასუხისმგებლობის დღის წესრიგში დაყენებას გამოიწვევდა“ - თორნიკე ჭეიშვილი
„თბილისი მოლთან" გამართულ აქციაზე დაკავებულებისთვის ბრალდების შეცვლას ეხმიანებიან პოლიტიკოსები. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სტრატეგიული ობიექტების ხელოვნურად ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია და კანონდამრღვევმა პასუხი უნდა აგოს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი პოლიტიკური ნიშნით დაკავებაზე საუბარს სპეკულაციას უწოდებს.
"ვინც იღებდა მონაწილეობას ამ აქციაში, იცოდა, რომ, თუკი მოხდებოდა შესაბამისი გზის გადაკეტვა, ეს გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივი წესით პასუხისმგებლობის დღის წესრიგში დაყენებას. ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ თურმე პოლიტიკური ნიშნით არის ვიღაც დაკავებული, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია", - ამბობს თორნიკე ჭეიშვილი.