1738740909
გივი მიქანაძე: მხოლოდ ამ არჩევნებისთვის თითქმის 42 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი USAID-ის მიერ. ეს განამტკიცებს იმ ძალიან სწორ პოზიციას, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა და მიიღო კანონი გამჭვირვალობის შესახებ
მხოლოდ ამ არჩევნებისთვის თითქმის 42 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი USAID-ის მიერ. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს და განამტკიცებს იმ ძალიან სწორ პოზიციას, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა და მიიღო კანონი გამჭვირვალობის შესახებ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ
„ის, რასაც ჩვენ ბოლო ორი წელიწადია ვამბობთ, ეს რეალობა დადასტურდა. დაფინანსების გარკვეული ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაში გამოყენებული იყო რევოლუციური სცენარების, ქაოსური სიტუაციების მხარდასაჭერად. საქართველოს შემთხვევაში, იკვეთება, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ არჩევნებისთვის თითქმის 42 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი USAID-ის მიერ. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს და განამტკიცებს იმ ძალიან სწორ პოზიციას, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა და მიიღო კანონი გამჭვირვალობის შესახებ. სწორედ ამიტომაც იყო ის ისტერიული კამპანია წარმოებული, როგორც დონორების, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ, მათი უცხოური პატრონების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა მიქანაძემ.