ქალმა საკუთარ სახლს ცეცხლი წაუკიდა მაშინ, როცა შვილებს ეძინათ - დედა უკვე დაკავებულია (უცხოეთი)

პოლიციის ლენტი

აშშ-ში, მიჩიგანში ქალი დააკავეს, რომელმაც საკუთარ სახლს ცეცხლი წაუკიდა. ხანძრის დროს მისი 3 შვილი სახლში იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი, მისი 12 წლის ქალიშვილი ხანძრის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, ქალმა ხანძარი განზრახ გააჩინა. 

როგორც გამოძიებამ დაადგინა, სანამ ქალი სახლს ცეცხლს წაუკიდებდა, მან კვამლის სიგნალიზაცია გამორთო.

როდესაც ხანძარი გავრცელდა და ბავშვებმა დახმარებისთვის ყვირილი დაიწყეს, ქალი  სახლის გარეთ იდგა და ამ ყველაფერს უყურებდა. 

„ქალმა განაცხადა, რომ მან გამოიყენა სანთებელა და ცეცხლი წაუკიდა მეორე სართულის აბაზანას. შემდეგ იგი მისაღებში გადავიდა, დივანზე მსუბუქი სითხე დაასხა და იქაც ცეცხლი წაუკიდა“, - თქვა პოლიციამ.

ქალმა აღიარა, რომ მან ეს ყველაფერი მაშინ გააკეთა, როცა მის შვილებს სახლში ეძინათ.

მისი ორი სხვა შვილი ხანძარს გადაურჩა.

გავრცელებული ინფორმაციით, 10 წლის გოგონამ „თავის პატარა და აიტაცა და უსაფრთხო ადგილას გადახტა“.