პორტუგალიაში პოლიციამ 14 პირი დააკავა, რომლებიც ტყის ხანძრების გაჩენაში არიან ეჭვმიტანილნი

ხანძარი

პორტუგალიის პოლიციამ ტყის ხანძრებთან დაკავშირებით 14 ეჭვმიტანილი დააკავა, სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, სწორედ ამ ადამიანების დაუდევრობით გაჩნდა ხანძრები.

ბოლო მონაცემებით, პორტუგალიაში ხანძრების შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა. განადგურებულია ათობით სახლი და ათი ათასობით ჰექტარი ტყე. სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ ხანძრის უკან, შესაძლოა, კრიმინალური ნიშნები იყოს, რადგან ხანძარი ღამით და უცნაურ გარემოებაში გაჩნდა.

მკვლევრების თქმით, ხანძრის გაძლიერების მიზეზია ის, რომ კლიმატური ცვლილებების ფონზე ტყეები ზედმეტად მშრალია. მდგომარეობას ართულებს ძლიერი ქარიც.