რატომ აქვს ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო - ფეხბურთელის განმარტება
1728384973
ლეგენდარულმა ამერიკელმა ასტრონავტმა ბაზ ოლდრინმა 93 წლის ასაკში ცოლი შეირთო. ამის შესახებ BBC წერს. ოლდრინი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ასტრონავტი, რომელიც ნეილ არმსტრონგთან ერთად, 1969 წელს მთვარეზე დაფრინდა.
ოლდრინმა ქორწინება თავისი დაბადების დღეს დაამთხვია. მისი რჩეული დიდი ხნის მეგობარი ქალი ანა ფაურია, რომელიც მასზე 30 წლით უმცროსია.
ჯვრისწერის ცერემონია ლოს-ანჯელესში გაიმართა. ანა ფაური ბაზ ოლდრინის მეოთხე ცოლია. ასტრონავტს პირველი ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავს..
„მე და ჩემმა დიდი ხნის სიყვარულმა დაქორწინება გადავწყვიტეთ. ორივე ვნერვიულობთ, თითქოს თინეიჯერები ვიყოთ“, - დაწერა ოლდრინმა „ტვიტერში“.
მთვარეზე მისიის შემდეგ ბაზ ოლდრინმა ასტრონავტის კარიერა მალევე, 1971 წელს დაასრულა და შემდეგ პილოტების სკოლას ხელმძღვანელობდა.