1786477975
მედია: ივლისში ბელგიის მიერ იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირი 100%-ით რუსული იყო
ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი შემცირებას განაგრძობს მოსალოდნელ აკრძალვამდე რამდენიმე თვით ადრე, თუმცა ივლისში ბელგიის მიერ იმპორტირებული LNG სრულად რუსეთზე მოდიოდა - იუწყება ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის, CREA-ს მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანალიზი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საფრანგეთში, ესპანეთსა და ბელგიაში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი ჯამურად 46%-ით შემცირდა, ხოლო გლობალურად მოსკოვის შემოსავალმა LNG-იდან 36%-ით იკლო ივლისის მაჩვენებელთან შედარებით.
თუმცა, „ივლისში ბელგიამ თხევადი ბუნებრივი აირის მთელი იმპორტი სრულად რუსეთიდან განახორციელა“ - აცხადებს ჰელსინკიში მდებარე ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრი (CREA).
უკრაინულმა სამოქალაქო საზოგადოების ქსელმა B4Ukraine-მა განაცხადა, რომ „უკიდურესად სამარცხვინოა, რომ ევროკავშირის ქვეყნები კვლავ მილიარდობით ევროს უგზავნიან რუსეთს, წიაღისეული საწვავის სანაცვლოდ“.
CREA-ს ანგარიშის თანახმად, უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის ის ორი წამყვანი ქვეყანაა, რომლებიც რუსულ წიაღისეულ საწვავში ყველაზე მეტს იხდიან - მათ ივლისში შესაბამისად 486 მილიონი და 299 მილიონი ევრო დახარჯეს.












