5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს რჩევა წაიკითხეთ
1739195940
2009 წლის 15 იანვარს ამერიკაში მომხდარი ეს ამბავი კი, ავიაციის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა. თვითმფრინავი ნიუ-იორკიდან ჩრდილოეთ კაროლინას მიმართულებით მიფრინავდა.
თავიდან ყველაფერი ტექნიკური ხარვეზების გარეშე დაიწყო. თუმცა, აფრენიდან 3 წუთის შემდეგ პილოტებმა ჩიტების გუნდი შენიშნეს, რომელთა წინაც ბატების გუნდი მიფრინავდა. ფრინველებს ხომალდისთვის სხვადასხვა სახის ზიანის მიყენება შეუძლიათ – მათ შორის საქარე მინის დაზიანება. კაპიტანმა ხიფათის შესახებ შესაბამის ცენტრს შეატყობინა, თუმცა დრო იმდენად მცირე იყო, რომ ცენტრმა პასუხის დაბრუნება ვერ მოასწრო. პილოტი საფრენი მარშრუტის შეცვლას შეეცადა - თუმცა ბატების გუნდს ხომალდი ვერ აარიდა. შედეგად, ფრინველების ნაწილი თვითმფრინავის ძრავში მოხვდა, რამაც მისი გათიშვა გამოიწვია. მწყობრიდან გამოსულმა თვითმფრინავმა ავარიული დაშვება დაიწყო.
რთული სიტუაციის მიუხედავად, პილოტებმა ხომალდი მდინარის ზედაპირზე დასვეს. სასწაულის წყალობით, თვითმფრინავში წყალი არ შევიდა. მალევე ეკიპაჟის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ბორტზე არსებული მგზავრები გარეთ გაეყვანათ და თვითმფრინავის ფრთებზე განლაგებულიყვნენ. ასეც მოხდა. თვით ევაკუაციიდან რამდენიმე წუთში ხომალდთან სამაშველო გემები და ნავები გამოჩნდნენ. ბორტზე მყოფი 155 მგზავრი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.