უბნები, სადაც გაზმომარაგება აღდგა - „თბილისი ენერჯი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1739274897
ძალიან ბევრი წელია ქართული საზოგადოება ითხოვს, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელთა სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებით არაერთი საერთაშორისო თუ ქართული სასამართლოს დასკვნა არსებობს, გასამართლდეს, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცდება, რომ ნაცმოძრაობის ქართულ პოლიტიკაში არსებობა სამართლებრივად უნდა აიკრძალოს.
„მოგეხსნებათ, 2008 წლის ომთან დაკავშირებით ორგან გვქონდა ოკუპანტთან დავა - ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში. შესაბამისად, მაშინ ვერიდებოდით ამ თემაზე საუბარს. დასრულდა ეს დავები, ორივეგან მოიგო საქართველომ, სამხედროებს არანაირი დანაშაული არ დაუმტკიცდათ და ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა რა ნაბიჯებს დგამდა ომამდე და ომის მერე. ეს იქნება საგამოძიებო კომისიისთვის ერთ-ერთი მთავარი თემა, სადაც ბევრი ძველი და ახალი მტკიცებულება იქნება გამოკვლეული, საბოლოოდ კი, ექვსი თვის თავზე, მივიღებთ იმ დასკვნას, რომელიც ნიურბერგის პროცესის დასკვნის მსგავსი იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, ქართულ პოლიტიკაში სამართლებრივად აიკრძალება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.