„ვეძებ, დავდივარ და დავდივარ... “ - ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედის ინტერვიუ „პრაიმტაიმთან“
1739216876
ირლანდიაში, ბელფასტში, 28 წლის მოკრივე ჯონ კუნი, უელსელ ნათან ჰოველსთან წაგების შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ირლანდიელ მოკრივეს "ოლსტერ ჰოლში" გამართული ბრძოლის შემდეგ, თავის ქალის შიდა სისხლდენა დაეწყო და ტვინზე ზეწოლის შესამსუბუქებლად ოპერაცია ჩაუტარდა.
ბრძოლის შემდეგ, მოკრივეს პირველადი სამედიცინო დახმარება რინგზევე გაუწიეს, დარბაზიდან საკაცით გაიყვანეს და ვიქტორიას სამეფო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიის ცნობით, სპორტსმენი სიცოცხლისთვის ერთი კვირის განმავლობაში იბრძოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.