მიმდინარე კვირაში დაგეგმილია საორგანიზაციო შეხვედრა, სადაც კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით შემდგომი დეტალები დასახელდება - ვახტანგ ჩოჩია

ვახტანგ ჩოჩია

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის საქმიანობის გამოძიებისთვის პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ აუცილებელია "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდის სამართლებრივი შეფასება. საგამოძიებო კომისია 10 წევრისგან არის დაკომპლექტებული, ორი ადგილი კვლავ ვაკანტური რჩება, რომელიც, პარტია "გახარია საქართველოსთვის" არის განკუთვნილი. კომისიამ  მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდა იმუშაოს.

"მიმდინარე კვირაში დაგეგმილი არის საორგანიზაციო შეხვედრა, სადაც გაჟღერებული იქნება შემდგომი დეტალები კომიოსიის საქმიანობასთან დაკავშირებით. ზოგადად ამ კომისიის შექმნის მიზანი არის, რომ შეისწავლოს 2003-2012 წლებში საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი ის დანაშაულებრივი ქმედებები ,რომლებიც მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერის წინააღმდეგ ,რაც გულისხმობს ისეთ დანაშაულებს, როგორიც არის ომის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ არსებული დანაშაული და სხვა ისეთი დანაშაულები, რომლებსაც სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი სამართლებრივი ნორმები განმარტავენ", - აცხადებენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი  ვახტანგ ჩოჩია.