ავარია ვაშლიჯვარში - მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ქვეითს შეეჯახა და ამობრუნდა
1739274457
მარსმავალმა Perseverance-მა მარსზე თავისი მისიის განმავლობაში პირველი უჩვეულო ქანის ნიმუში აღმოაჩინა.
ეს არის 2,9 სანტიმეტრის ქვა, რომელსაც „ვერცხლის მთა“ დაარქვეს. ის „ეზეროს" კრატერიდან იყო ამოღებული.
NASA-ში აღნიშნავენ, რომ მისი ტექსტურიდან გამომდინარე, მსგავსი ნიმუში აქამდე აღმოჩენილი არ ყოფილა.
„ჩემი 26-ე ნიმუში, ცნობილი, როგორც „ვერცხლის მთა“. მას აქვს ტექსტურა, რომელიც ჩვენ ადრე არ გვინახავს“, - ვკითხულობთ Perseverance-ის ოფიციალურ გვერდზე X-ში.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს არის მზის სისტემის ერთ-ერთი უძველესი ქანი. ასეთი ქვების შესწავლა დაეხმარება მეცნიერებს გაიგონ, თუ როგორი იყო მარსი შორეულ წარსულში. ასეთი მასალა ასევე მისცემს მეცნიერებს საშუალებას მეტი რამ შეიტყონ დედამიწის ადრეული ისტორიის შესახებ.
NASA-ში განმარტავენ, რომ ეს არის Perseverance-ის მიერ ნაპოვნი პირველი ნიმუში, რომელიც ასეთი ძველია - დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის. ეს ის პერიოდია, როდესაც ასტეროიდებისა და კომეტების ხშირი შეჯახება მარსის ზედაპირის ფორმირებას ახდენდა, განმარტავენ მეცნიერები.
Perseverance-ი მარსზე 2021 წლიდან მუშაობს და აგრძელებს ნიმუშების შეგროვებას. ბოლო მონაცემებით, ნიმუშების წითელი პლანეტიდან დედამიწაზე ჩამოტანა 2040 წლისთვის იგეგმება, თუმცა NASA ალტერნატიულ ვარიანტებზეც მუშაობს.