თბილისში, 150 000-მდე აბონენტს გაზი შეუწყდა - ნახეთ, აღდგენის დრო

ბი

თბილისი ენერჯი განცხადებას ავრცელებს:

📣 ცენტრალური გაზსადენის დაზიანების გამო, თბილისში ვაკის  და საბურთალოს რაიონებში გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა  150 000 -მდე აბონენტს.

500 მმ იანი ცენტრალური გაზსადენი ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ მესამე პირის მიერ დაზიანდა.

შემთხვევის ადგილზე სრულად მობილიზებულია თბილისი ენერჯის შესაბამისი სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული გაზსადენის აღდგენის სამუშაოები.

გაზის მიწოდების აღდგენა 10 თებერვალს, დღის პირველი ნახევრიდან დაიწყება და ავარიის მასშტაბის გათვალისწინებით პროცესი 11 თებერვლის დღის ბოლომდე დასრულდება.
თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

გაზმომარაგების აღდგენა რთული პროცესია და უსაფრთხოებიდან გამომდინარე დროს მოითხოვს. 

ავარიის მასშტაბისა და გათიშული აბონენტების რაოდენობის გათვალისწინებით კომპანიის სპეციალისტები მაქსიმალურად ცდილობენ გაზმომარაგების დროულად აღდგენას.

👉გთხოვთ, ყურადღებით იყავით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.