წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1744048969
კანადის ხელისუფლებამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ავტომობილების და ავტომობილების ნაწილებზე იმპორტზე 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესების გამო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში იჩივლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანადა აშშ-ს სხვადასხვა, მათ შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში ხელმოწერილი, ხელშეკრულებების დარღვევაში ადანაშაულებს.
ცნობისთვის, ტრაპმა გასულ კვირას მრავალ ქვეყანას ტარიფები დაუწესა. თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილებით, კანადას 25-პროცენტიანი ტარიფი დაუწესდა.