ბილეთების გაყიდვა დაიწყო - ნახეთ, რა ფასად შეძლებთ ტიმბერლეიკის კონცერტზე დასწრებას

ჯასტინ ტიმბერლეიკი

23 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო პროგრამის Starring Georgia-ს ფარგლებში, ჯასტინ ტიმბერლეიკი ესტუმრება. კონცერტი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. დღეს ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Starring Card-ის მფლობელებისთვის. ხოლო, ხვალ, ყველა შეძლებს ბილეთის შეძენას. 

Black Sea Arena-მ უკვე გამოაქვეყნა კონცერტზე დასასწრები ბილეთების საფასო კატეგორიები და შეთავაზებები:

Tier 2: ₾125-₾220Tier 1: ₾250-₾500Star Ring: ₾350Orbit: ₾500VIP: ₾1400