წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„ხვალ, 8 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, მექანიზაციის ქ. N11-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 8 აპრილს, 22:00 საათიდან 9 აპრილის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში:

ბეჟანიშვილის, ნინუას, ერისთავის, ჭყონდიდელის N 1-65 (კენტებს) N2-52 (ლუწებს) და ზესტაფონის N23-31 (კენტებს) ქუჩებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.