1747133568
ჯეიმს ვების ტელესკოპმა შემოქმედების სვეტების ახალი ფოტო გადაიღო

ჯეიმს ვების ტელესკოპმა შემოქმედების სვეტების ახალი ფოტო გადაიღო. ინფორმაციას NASA ავრცელებს.
შემოქმედების სვეტები არწივის ნისლეულში მდებარე ვარსკვლავთშორისი გაზისა და მტვრის გროვაა, რომელიც დედამიწიდან 6500-7000 სინათლის წლის მანძილზეა. ასეთი სახელი კი მას იმის გამო ეწოდა, რომ გაზი და მტვერი ახალი ვარსკვლავების შექმნის პროცესში იმყოფება, ამავე დროს მასზე ზემოქმედებს ახლომახლო უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავების შუქი.
ცნობისთვის, პირველად NASA-მ შემოქმედების სვეტების ფოტო 1995 წელს, „ჰაბლით“ გადაიღო. „ჯეიმს ვების“ ოფიციალურ Facebook-ზე ორი ტელესკოპის ფოტოების შედარებაცაა გამოქვეყნებული.