მანანა ბაქრაძის სიმღერების ვიდეო-ფილმების პრეზენტაცია GERA-ში

გერა

19 ოქტომბერს, საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA გეპატიჟებათ მისი წევრის მანანა ბაქრაძის სიმღერების ვიდეო-ფილმების პრეზენტაციაზე.

შეხვედრის ფარგლებში, მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ ისტორიები მისი შემოქმედების შესახებ.

მანანა ბაქრაძის სიმღერებზე გადაღებული ვიდეო-ფილმების რეჟისორი მარინა სალუქვაძეა.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია. დასაწყისი 17:00 საათი. გთხოვთ, გვეწვიოთ.

მისამართი: თბილისი, თარხნიშვილის ქუჩა 17, საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA-ს ოფისი.