Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334
იტალიის სამთო-სამაშველო ჯგუფმა შვეიცარიის საზღვრის მახლობლად, ალპებში, ზვავის შედეგად დაღუპული ორი მთამსვლელის ცხედარი იპოვა. ინფორმაციას ალპური სამაშველო ჯგუფი CNSAS-ი ავრცელებს.
CNSAS-ის ცნობით, განგაშის გამოცხადების შემდეგ, რეგიონში ძლიერი ქარის მიუხედავად, ადგილზე
სპეციალიზებული სამაშველო ჯგუფი ვერტმფრენებით გაიგზავნა. სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობას გაწვრთნილი ძაღლიც იღებდა. ერთ-ერთი ცხედარი თოვლში ჩამარხული, მეორე კი დაახლოებით 2200 მეტრის სიმაღლეზე, ტბაში იპოვეს.
მსხვერპლთა ვინაობა არ სახელდება.