ჰასან ნასრალა: ისრაელმა ყველა წითელი ხაზი გადალახა - ეს არის ომი, ეს არის კონფლიქტი

ჰასან ნასრალა

რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ ისრაელმა ყველა წითელი ხაზი გადალახა.

„მძიმე დარტყმა მივიღეთ. ეს არის ომი, ეს არის კონფლიქტი. ჩვენ ვიცით, რომ მტერს, არა მარტო ისრაელს, არამედ აშშ-სა და ნატოს აქვს ტექნოლოგიური უპირატესობა“, - აღნიშნა ჰასან ნასრალამ.

„ჰეზბოლა“ ისრაელს პეიჯერების კოორდინირებულ აფეთქებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც სამშაბათს დაჯგუფების ათასზე მეტი წევრი დაშავდა. ბეირუთში, პეიჯერების აფეთქების შედეგად ირანის ელჩი მოჯთაბა ამანი დაშავდა.

„ჰეზბოლას“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პეიჯერების აფეთქება იყო უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული დარღვევაა, რომელიც ჯგუფმა განიცადა ისრაელთან ომის თითქმის ერთი წლის განმავლობაში.