"ჰამასმა" დაასახელა ოთხი მძევალი, რომელსაც დღეს გაათავისუფლებს

მძევლწბი

 "ჰამასმა" დაასახელა ოთხი მძევალი, რომელიც დღეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდება.

როგორც BBC წერს, ოთხივე მათგანი სამხედრო პირია - კარინა არიევი (20 წლის), დანიელ გილბოა (20 წლის), ნაამა ლევი (20 წლის) და ლირი ელბაგი (19 წლის). ისინი "ჰამასის" ტყვეობაში 2023 წლის 7 ოქტომბრიდან არიან.

მძევლები გათავისუფლდებიან ისრაელში მყოფი 180 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ.

ეს იქნება მეორე გაცვლა ბოლო ერთ კვირაში - მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. პირველი გაცვლის შედეგად, 100-მდე პირი გათავისუფლდა. მომდევნო 5 კვირის განმავლობაში, "ჰამასმა" კიდევ 26 მძევალი უნდა გაათავისუფლოს.

ცეცხლის შეწყვეტამ შეაჩერა ომი, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო. ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის თავდასხმის შედეგად, 47,200-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.