გოგონა, რომელსაც დედამ 23 წელი ეტლში გაატარებინა და მძიმე ავადმყოფად „ასაღებდა“, ციხიდან გამოვიდა - ჯიპსი როუზის დაუჯერებელი ამბავი

ჯიპსი როუზი

გოგონა, რომელსაც დედამ 23 წელი ეტლში გაატარებინა და შვილს მძიმე ავადმყოფად „ასაღებდა", ციხიდან გამოვიდა და სოცქსელების ვარსკვლავი გახდა.

ამ ამბავმა 2016 წელს მსოფლიო აალაპარაკა. ამერიკელი დი-დი ბლანშარი თავდადებული დედა ჩანდა, რომელიც არაფერს იშურებდა შშმ პირი შვილისთვის. სამსახურიც კი მიატოვა, რათა "ავადმყოფი შვილისთვის", ჯიპსი როუზისთვის უკეთესად მოევლო. ყველგან და ყოველთვის ერთად იყვნენ. დედას ჟანგბადის ბალონიც კი თან დაჰქონდა „ასთმის მძიმე ფორმის მქონე“ ქალიშვილისთვის.

გოგონამ მეგობარ ბიჭთან ერთად დედის მკვლელობა დაგეგმა და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა როცა დანაშაულის მიზეზები გაირკვა, საზოგადოება კიდევ უფრო მეტად შეშფოთდა. როგორც გაირკვა, გოგონას დედა კლოდინ ბლანშარი, 23 წლის განმავლობაში მას მძიმე ავადმყოფად ასაღებდა, ეტლით დაატარებდა, უტარებდა ათასგვარ კვლევას და ანალიზს და გოგონასაც აჯერებდა, რომ მძიმე დიაგნოზი ჰქონდა. როგორც მოგვიანებით ექიმებმა დაადგინეს, ქალს მიუნჰაუზენის სინდრომი ჰქონდა - ეს აშლილობაა, როცა ადამიანი ან თავად იგონებს დაავადებას და მის სიმპტომებს, ან მზრუნველობის ქვეშ მყოფს აჯერებს, რომ ის ავად არის.

შვილი დედისთვის არა მარტო ფინანსური დახმარების წყარო, ფსიქოლოგიური იარაღიც იყო. ირგვლივ მყოფი ადამიანები გულშეძრულები იყვნენ მისი თავდადებით და ყველანაირად ეხმარებოდნენ. ამარაგებდნენ პროდუქტებით, ტანსაცმლით, ყოველდღიური ნივთებით. დედა-შვილი უფასოდ დაფრინავდა ქალაქიდან ქალაქში. საქველმოქმედო ორგანიზაციები მხარში ედგნენ, უშვებდნენ სანატორიუმებში, უზრუნველყოფდნენ გოგონას გართობასა და დასვენებას.

ჯიპსის დედის სჯეროდა და კითხვებს არ უსვამდა, რადგან მისი განაწყენების ეშინოდა.

„მის ხელში სათამაშო ვიყავი, მაგრამ ამას ვერ ვაცნობიერებდი, თუმცა იმას ვხვდებოდი, რომ სიარულიც შემეძლო და დამოუკიდებლად თავის მოვლაც. თავი გადაპასრული მქონდა, მეუბნებოდა, მაინც გაგცვივდებაო", - იხსენებდა ჯიპსი.

საბოლოოდ, ჯიპსიმ, რომელიც გონერბრივად სულაც არ იყო ჩამორჩენილი სოციალური ქსელით მამაკაკაცი გაიცნო, რომელთან ერთადაც დედის მკვლელობა დაგეგმა. როგორც მოგვიანებით, სასამართლოზე განაცხადა, ეშინოდა, რომ დედა მოკლავდა, ამიტომ მას თავად დაასწრო. 

როგორც ითქვა, საბოლოოდ ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. გოგონა ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს - 2023 წლის 28 დეკემბერს. ახლა ის როუზ ბლანშარია და სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, უამრავი გამომწერიც ჰყავს. ამბობენ, რომ ორი წლის წინ ციხეში იქორწინა ვინმე რაიან ანდერსონზე, რომელიც ხშირად აკითხავდა ციხეში.

ასევე ნახეთ: 

„უბრძოლველად რატომ წახვედი... ნეტა, ეს დღე არ ყოფილიყო...“ - ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა

თბილისის ამ ქუჩებს წყალი არ მიეწოდება - ნახეთ, აღდგენის გრაფიკი