„..მის ხელში სათამაშო ვიყავი" - აშშ-ში დედამ ჯანმრთელ ქალიშვილს 23 წელი ეტლში გაატარებინა და ყველას არწმუნებდა, რომ სასიკვდილო დაავადება ჰქონდა

giJi deda

აშშ-ში დედამ ჯანმრთელ ქალიშვილს 23 წელი ეტლში გაატარებინა, ძლიერ წამლებს ასმევდა და ყველას არწმუნებდა, რომ სასიკვდილო დაავადება ჰქონდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ამერიკელი დი-დი ბლანშარი თავდადებული დედა ჩანდა, ის მუდამ მისი ქალიშვილის, ჯიპსის გვერდით იყო - თან მუდმივად ჟანგბადის ბალიში დაჰქონდა, რადგან ირწმუნებოდა, რომ ჯიპსის ასთმის მძიმე ფორმა ჰქონდა. ამას გარდა ქალი მეზობლებს არწმუნებდა, რომ გოგონას ასთმა, გენეტიკური დარღვევები, ეპილეფსია, კუნთების ატროფია, აპნოე და ლეიკემიაც კი ჰქონდა. 

ოდესღაც დი-დი ბლანშარი ექთნის თანაშემწე იყო, მშვენივრად ახსოვდა სამედიცინო ტერმინოლოგია და ისე ოსტატურად იყენებდა ამ ლექსიკონს, რომ გამოცდილი ექიმებიც შეცდომაში შეჰყავდა. თავიდან ექიმები ვერ ხვდებოდნენ, რომ ატყუებდნენ. როგორც კი რომელიმე მედიკოსი რაიმეს იეჭვებდა, ბლანშარი იმ კლინიკას ახლოს აღარ ეკარებოდა და საცხოვრებელ მისამართსაც კი იცვლიდა. 

შვილი დედისთვის არა მარტო ფინანსური დახმარების წყარო, ფსიქოლოგიური იარაღიც იყო. ირგვლივ მყოფი ადამიანები გულშეძრულები იყვნენ მისი თავდადებით და ყველანაირად ეხმარებოდნენ. ამარაგებდნენ პროდუქტებით, ტანსაცმლით, ყოველდღიური ნივთებით. დედა-შვილი უფასოდ დაფრინავდა ქალაქიდან ქალაქში. საქველმოქმედო ორგანიზაციები მხარში ედგნენ, უშვებდნენ სანატორიუმებში, უზრუნველყოფდნენ გოგონას გართობასა და დასვენებას. 

ჯიპსის დედის სჯეროდა   და კითხვებს არ უსვამდა, რადგან მისი განაწყენების ეშინოდა.

„მის ხელში სათამაშო ვიყავი, მაგრამ ამას ვერ ვაცნობიერებდი, თუმცა იმას ვხვდებოდი, რომ სიარულიც შემეძლო და დამოუკიდებლად თავის მოვლაც. თავი გადაპასრული მქონდა, მეუბნებოდა, მაინც გაგცვივდებაო", - იხსენებდა ჯიპსი.

საბოლოოდ, ჯიპსიმ, რომელიც გონერბრივად სულაც არ იყო ჩამორჩენილი სოციალური ქსელით მამაკაკაცი გაიცნო, რომელთან ერთადაც დედის მკვლელობა დაგეგმა. როგორც მოგვიანებით, სასამართლოზე განაცხადა, ეშინოდა, რომ დედა მოკლავდა, ამიტომ მას თავად დაასწრო. 

ჯიპსის დედას სიკვდილის შემდეგ "მიუნჰაუზენის პროგრესირებადი სინდრომის" დიაგნოზი დაუსვეს  - ამ სინდრომის მქონე ადამიანი დაავადების სიმულირებას ახდენს, დაავადების სიმპტომებს იწვევს, რომ მუდმივად იყოს მკურნალობის, კვლევების ქვეშ. სინდრომი შეიძლება იყოს მიმართული არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ახლობელი ადამიანებისკენაც, როგორც დი-დის შემთხვევაში მოხდა.