საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა

მიხეილ სააკაშვილი

საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე, ცოტა ხნის წინ დასრულდა მიხეილ სააკაშვილის პროცესი საქალაქო სასამართლოში. დღეს დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.

პროკურორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოვიდა.

სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ექს-პრეზიდენტმა, რომელმაც "ვივა მედიდან" ჩართვის დროს პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ საჭიროა აქციები და ერთიანობა. სააკაშვილის განცხადებები მმართველ გუნდში შეაფასეს.

"ის, ვინც თავს არიდებს ასევე ხშირად ჩემი სახელის ხსენებას, ის ასევე დემოტივაციას უკეთებს აბსოლუტურ უმრავლესობას ჩემი მომხრეების, თუმცა მე მათ მოვუწოდებ ყოველთვის, რომ იყვნენ აქციების ნაწილი, ამ აქციებზე იარონ, ჩვვენ გვჭირდება ბევრი ხალხი, გამბედაობა, ერთიანობა, ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა, ერთიანობა მინუს ვიღაცა - არ გამოდის. ამიტომ ჩვენ უნდა ვიაროთ ამ გზით, თქვენი ბრძოლა აუცილებლად დაგვირგვინდება წარმატებით ამაში დარწმუნებული ვარ. მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს არის მძიმე ბრძოლა", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.