„უბრძოლველად რატომ წახვედი... ნეტა, ეს დღე არ ყოფილიყო...“ - ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა

ქაცარიძე

რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. მისი მეუღლე, ნინო ბერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

ასე შევხვდით ორი წლის შემდეგ პირველ იანვარს, მე აქ, შენ იქ...  ბევრი გისაყვედურე,  უბრძოლველად რატომ წახვედი და დამტოვე-თქო...

ისევ უხმოდ, გულში ჩავიკალი ჩემი ტკივილი,  ზეცას ავხედე, ვიცოდი, რომ იქვე ახლოს იყავი, ჩემთან და ჩემი ფიქრები გესმოდა, შვილების მფარველობა და მათი ჯანმრთელობა გთხოვე ...

ახლა კი ისევ 5 იანვარი თენდება, ტკივილით სავსე დღე, ნეტა, ეს დღე არ ყოფილიყო...  მომენატრე,“ - დაწერა სოციალურ ქსელში ნინო ბერიძემ.

ცნობისთვის, ნიკა ქაცარიძე 2022 წლის 5 იანვარს 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მსახიობს მეუღლე - ნინო ბერიძე და ორი შვილი - მარიტა და ლაზარე დარჩა.

გარდაცვალების მიზეზად გულის პრობლემა დასახელდა.