მასშტაბური ხანძარი მოსკოვში - დამწვარია კომპიუტერული მეცნიერებების და ტექნოლოგიების ინსტიტუტის შენობა

ხანძარი მოსკოვში

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მასშტაბური ხანძარი იყო. გადამწვარია კომპიუტერული მეცნიერებების და ტექნოლოგიების ინსტიტუტის შენობა. ცეცხლი 1500 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ცეცხლმა შენობის სახურავი გაანადგურა, ჩამოიშალა კედლებიც.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ინსტიტუტის შენობაში ჰელიუმით სავსე ბალონები იყო განთავსებული, რასაც, შესაძლოა, ხანძარი გამოეწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.