ქალმა, რომელსაც მაღაზიის მოლარემ ლატარიის ბილეთი შეცდომით მიჰყიდა, 2 მილიონი დოლარი მოიგო

კელი

ქალმა, რომელსაც მაღაზიის მოლარემ ლატარიის ბილეთი შეცდომით მიჰყიდა,  2 მილიონი დოლარი მოიგო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ვირჯინიის შტატში მცხოვრები კელი ლინდსი ჰყვება, რომ თავდაპირველად მოლარის უყურადღებობით იმედგაცრუებული იყო, რადგან მოთხოვნილის ნაცვლად სხვა გათამაშების ბილეთი მისცეს, თუმცა ეს ემოცია მოგვიანებით შეეცვალა, რადგან აღმოაჩინა, რომ სწორედ ამ ბილეთით ჯეკპოტი, 2 მილიონი დოლარი მოიგო.