ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ ღაზაში ომი ისრაელის განადგურებას გამოიწვევს.
„ჩვენი მტრები ხედავენ ირანის ძალას. მთელმა მსოფლიომ იცის მისი ძალა და შესაძლებლობები. ჩვენი ძალები გადაწყვეტენ მოქმედების ადგილსა და დროს. ჩვენ ვიცით, რომ როგორც კი ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა“ დასრულდება, ღმერთის დახმარებით, ეს იქნება სიონისტური რეჟიმის დასასრული“, – აღნიშნა რაისმა.
იბრაჰიმ რაისმა აღნიშნული განცხადება ირანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა დაკრძალვაზე განაცხადა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. დაკრძალვაზე დამსწრეები სკანდირებდნენ და შურისძიებას მოითხოვდნენ.