ღამით რუსეთი უკრაინას 23 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა 16-ის ჩამოგდება შეძლეს

რუსეთი უკრაინას 23 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს

ღამით რუსეთი უკრაინას 23 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა 16-ის ჩამოგდება შეძლეს.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის სამიზნე იყო დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონები.

დნეპრის მერმა, ბორის ფილატოვმა განაცხადა, რომ რუსები ურტყამდნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა. დაიბომბა ადგილობრივი თბოელექტროსადგურიც, რის გამოც ობიექტის მუშაობა შეჩერდა.