ევროპაში იშვიათი მეტალების უდიდესი საბადო აღმოაჩინეს

საბადო

ევროპაში იშვიათი მეტალების უდიდესი საბადო აღმოაჩინეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, საუბარია მეტალებზე, რომლებსაც მობილურებისა და რაკეტების წარმოებაში იყენებენ. ამჟამად ევროპაში მსგავსი მეტალების მოპოვება არ ხდება. სტოკჰოლში აცხადებენ, რომ ახალი აღმოჩენა დაეხმარება ევროპას ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაში.

შვედეთში საბადოს აღმოჩენას ასევე უწოდეს გადამწყვეტი ევროპის მწვანე ენერგიაზე გადასვლის პროცესში.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ევროკავშირი იშვიათი სახეობის მეტალების 98%-ის ექსპორტს ჩინეთიდან ახდენდა. როგორც შვედეთის ჩრდილოეთში იუწყებიან, აღმოჩენილ საბადოში მილიონ ტონაზე მეტი მეტალი ინახება.

შვედეთის კანონმდებლობის გათვალისწინებით, ახალაღმოჩენილი საბადოდან მეტალები ბაზარზე სულ მცირე 10-15 წელიწადში მოხვდება, რადგანაც საბადოს ათვისებისთვის საჭიროა ნებართვები და ეკოლოგიური საფრთხეების შეფასება. შვედეთის სამთომომპოვებელი კომპანია, რომელმაც ახალი საბადო აღმოაჩინა, მოუწოდებს მთავრობას ნებართვების გაცემის პროცესი დააჩქაროს.