ევროპაში მოგზაურობა ფასიანი ხდება - რა უნდა ვიცოდეთ

მოგზაურობა

2023 წლიდან ევროპაში მოგზაურობა ფასიანი ხდება. ნოემბრის თვიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, რომლის მოქალაქეებიც  სამოგზაუროდ ვიზას არ  საჭირობენ და რომელთა რიცხვშიც საქართველოც შედის -  ამოქმედდება  „ევროპაში მოგზაურობის ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა“, იგივე ETIAS-ი. 
 
რა არის ETIAS-ი 
 
ETIAS-ი ავტომატური ელექტრონული სისტემაა, რომელიც თვალყურს ადევნებს და „წყვეტს“ უნდა მიეცეს თუ არა კონკრეტულ პიროვნებას შენგენის ზონაში შესვლის  უფლება.  
 
უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ინფორმაციისა და მონაცემთა შეგროვების სისტემების გამოყენებით ETIAS გამოავლენს ადამიანებს, რომლებმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნან შენგენის ქვეყნების უსაფრთხოებას. შედეგად, ასეთ პირებს უარს ეტყვიან  შენგენის ზონაში შესვლაზე, რითაც თავიდან აიცილებენ ევროკავშირში მათი ყოფნის საფრთხეს. 
 
შეიძლება ითქვას, რომ სისტემა პრობლემას გადაჭრის, სანამ ის გამოჩნდება.
 
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ETIAS-სგან ევროპაში მოგზაურობის უფლება მივიღოთ:
 
ამ უფლების მისაღებად აუცილებელია შეხვიდეთ ვებგვერდზე - ETIAS.com  და სპეციალური განაცხადი შეავსოთ. 
 
აპლიკაციის შევსებისას ETIAS-ს  თქვენ შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია მიაწოდოთ:
 
1. სახელი და გვარი
2. დაბადების რიცხვი და ადგილი
3. ინფორმაცია მოქალაქეობის შესახებ
4. ელექტრონული ფოსტის მისამართი და საკონტაქტო ნომერი
5. განათლება და სამუშაო გამოცდილება
6. ევროკავშირის ქვეყანა, რომლის მონახულებასაც აპირებთ (თუ რამდენიმე ქვეყანაში მიემგზავრებით მაშინ იმ ქვეყნის სახელი უნდა დაწეროთ, სადაც პირველად აპირებთ ჩასვლას)
7. ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 
8. პასპორტი, რომელიც განაცხადს აუცილებლად უნდა დაურთოთ თან
 
თუ ისეთ ქვეყანაში აპირებთ წასვლას, სადაც ომი მიმდინარეობს მაშინ,  უნდა გასცეთ პასუხი ისეთ კითხვებს, როგორებიცაა :
 
1. ხართ თუ არა ნასამართლევი
2. ხართ თუ არა დეპორტირებული
 
თუ ევროპაში მოგზაურობის მსურველი არასრულწლოვანია, მაშინ ETIAS -სთვის განაცხადი მისმა  კანონიერმა  წარმომადგენელმა უნდა შეავსოს. 
 
განაცხადის შევსების შემდეგ, აუცილებელია გადაიხადოთ აპლიკაციის საფასური, რომელიც 7 ევროს შეადგენს. 18 წლამდე ახალგაზრდებისა და  70 წელს გადაცილებული პირებისთვის ETIAS -სთვის განაცხადის შევსება უფასოა.
 
რა ხდება აპლიკაციის შევსების შემდეგ
 
აპლიკაციის შევსების შემდეგ სისტემა ამოწმებს  თქვენს ისტორიასა,  იმ ინფორმაციის სიზუსტეს, რომელიც  ETIAS-ს მიაწოდეთ და ასევე, წარმოადგენს თუ არა თქვენი ვიზიტი რისკს ევროპის ქვეყნებისთვის. 
 
თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, თქვენ მიიღებთ ელექტრონულ ფოსტას, რომელიც დაადასტურებს თქვენს განაცხადს. მასში  მითითებული იქნება თქვენი უნიკალური ETIAS კოდი, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოთ, რადგან ის საზღვრის კვეთისას დაგჭირდებათ.
 
ინფორმაციის შესამოწმებლად ETIAS-ს  შესაძლოა რამდენიმე წუთი ან  2 კვირა დასჭირდეთ. ეს დამოკიდებულია გარემოებებზე, უფრო ზუსტად კი - იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის ანალიზის დროს  ETIAS-ი  საეჭვო გარემოებებს აღმოაჩენს, თქვენი აპლიკაცია დამატებით შემოწმებას გაივლის, რომელსაც დაახლოებით 4 დღე ან მაქსიმუმ 2 კვირა დასჭირდება.
 
ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ETIAS ეროვნულმა გაერთიანებამ გასაუბრებაზეც დაგიბარონ.
 
რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოთ ETIAS-სგან  ევროპაში მოგზაურობაზე უარი:
 
1. თუ თქვენი პასპორტი ვადაგასულია;
2. თუ ETIAS-ის აპლიკაციის შევსებისას განმცხადებელმა შეიყვანა ინფორმაცია, რომელიც რეალობას არ შეესაბამება;
3. თუ განაცხადი არასრულად არის შევსებული; 
 
უნდა შევავსოთ თუ არა აპლიკაცია ETIAS-ზე ყოველ ჯერზე, როცა ევროპაში მოგზაურობას გადავწყვეტთ?

არა.
 
ETIAS-ის მოქმედების ვადა  არის 3 წელი. სამი წლის შემდეგ თქვენ ხელახლა უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა. 
 
თუ სამწლიანი პერიოდის გასვლამდე, ნებისმიერი მიზეზით შეცვალეთ პასპორტი, მაშინ სამგზავრო ავტორიზაციის გავლა თავიდან მოგიწევთ. 

 

რატომ გახდა საჭირო ETIAS-ის შემოღება საჭირო? ETIAS-ის ავტორიზაციის დამტკიცების მთავარი მიზანი უსაფრთხოებაა. აღსანიშნავია, რომ ამ სისტემაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. ევროკომისიის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა 2016 წლის მიმართვაში თქვა: „ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ კვეთს ჩვენს საზღვრებს. ამ გზით ჩვენ გავიგებთ, ვინ მოგზაურობს ევროპაში“. ევროკავშირში აცხადებენ, რომ ამ გზით სურთ წევრ ქვეყნებში უსაფრთხო მოგზაურობა უზრუნველყონ და ტერორიზმისა და სხვადასხვა დანაშაულის პრევენცია მოახდინონ.