საკვები, რომელიც უზმოზე (არ) უნდა მიიღოთ
1705421659
იაპონიაში საიტამას პრეფექტურის მცხოვრებმა მამაკაცმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა და შემდეგ მისი გატაცება სცადა. ამის შესახებ Japan Today იტყობინება.
შემთხვევა ორშაბათს, 20 იანვარს საღამოს, ქალაქ კუკიში მოხდა. 46 წლის ჰიროში ჰირატამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ის მუცლის ძლიერ ტკივილს უჩიოდა. მედიკოსებმა დაადგინეს, რომ მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო. მათ ასევე აუხსნეს ჰირატას, რომ მას არ სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია.
იაპონელი განაწყენებული და გაბრაზებული იყო. ის ჯერ ექიმებს დაემუქრა,ხოლო შემდეგ ქუჩაში გაიქცა და სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცა. პოლიციამ მანქანა და ქურდი სახლიდან ასი მეტრში, ახლომდებარე აფთიაქის ავტოსადგომზე იპოვა.