ეგეოსის ზღვაში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

თურქეთში, ჩეშმეს სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა.  

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 5,4 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.