1739198120
COVID 19-ის შემთხვევების გამო WHO-ს დირექტორმა პირბადეების ტარების რეკომენდაცია გასცა

მსოფლიოს მასშტაბით Covid-19-ისა და სხვა რესპირატორული დაავადებების გახშირებული შემთხვევების ფონზე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი პირბადეების ტარების რეკომენდაციას გასცემს.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მრავალ ქვეყანაში გაზრდილია სასუნთქი გზების დაავადებების შემთხვევები, რომლებიც გამოწვეულია Covid-19-ით, გრიპით და სხვა პათოგენებით. მოსალოდნელია, რომ ტენდენცია დღესასწაულების ფონზე გაიზრდება.
ინდივიდუალურად საჭიროა გაიზარდოს პირბადეების გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადებები და სიკვდილი.
მთავრობებმა ხელმისაწვდომი უნდა გახადონ ტესტირება და რესპირატორული დაავადებების მკურნალობა". – წერს WHO-ს გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში.
Respiratory illnesses from #COVID19, flu and other pathogens have been on the increase in many countries for weeks and this is expected to continue following the recent holidays.
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) January 5, 2024
As individuals: make sure to test and seek care when needed because COVID-19 treatments can prevent…
განვლილი 28 დღის განმავლობაში მსოფლიოში Covid 19-ით ინფიცირების 826 115 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე მეტი, 204 000 შემთხვევა რუსეთშია გამოვლენილი.
ასევე ნახეთ:
2024 წლის იანვრის მაგნიტური ქარიშხლის პროგნოზი - დასახელებულია თვის ყველაზე საშიში დღეები