გიორგი ნაზღაიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი

ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში მომხდართან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.

„მეგობრებო ყველას დიდი მადლობა, ყველას ასეთი ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის. ბოდიშს გიხდით რომ ვერ შევძელი პასუხების გაცემა ამ ეტაპზე. ახლა ისევ ვიმყოფები განყოფილებაში და სხვა დეტალებს ეტაპობრივად გაგაგებინებთ!!

დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან“,- წერს გიორგი ნაზღაიძე. 

ცნობისთვის, ტელეწამყვანს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი ორბელიანის ქუჩის მიმდებარედ დაუპირისპირდა. თავდამსხმელებმა დააზიანეს იმ მოქალაქის ავტომობილიც, რომელმაც ნაზღაიძის დახმარება სცადა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო.

ასევე, დაგაინტერესებთ:

„ვალერი მელაძის ყველა კონცერტი გაუქმდა... შოთა უგონო მდგომარეობაშია...“ - ქსენია სობჩაკი

"ტკივილებს ებრძოდა ვაჟკაცურად, კონცერტებზე მაინც გამოდიოდა... ენით აუწერელი მეგობრობა იცოდა..." - კაკული გურიელაშვილს გია გოგორიშვილი იხსენებს