1727944755
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ფლორიდის საავადმყოფოშია - ბოლსონარუ სახელმწიფო შენობების დარბევაზე პასუხისმგებლობას არ იღებს
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ ფლორიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მკურნალობა, წარსულში დანით მიღებულ ჭრილობის გართულებების გამო, დასჭირდა.
კვირას სამთავრობო შენობების დარბევის გამო, დედაქალაქში ბოლსონარუს, დაახლოებით, 1 500 ადამიანი დააკავეს.
ორშაბათს საღამოს, ახალი პრეზიდენტი ეწვია კონგრესის დაზიანებულ შენობებს, პრეზიდენტის სასახლესა და უზენაეს სასამართლოს და დაგმო "ტერორისტული აქტები". მან პირობა დადო, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.
ყოფილი პრეზიდენტი არჩევნებში მარცხს არ აღიარებს. ის პირველ იანვარს შტატებში გაფრინდა, საიდანაც გამოეხმაურა მომხდარ დარბევას, უარყო პასუხისმგებლობა და დაგმო თავდასხმა სამთავრობო შენობებზე.
დარბევის შემდეგ, სხვადასხვა ქალაქებში აქციები გამართეს პრეზიდენტ ლულას მომხრეებმა. ისინი ბოლსონარუს დასჯას ითხოვენ.