ბრაზილიაში საგანგებო ვითარება გამოცხადდა

ბრაზილია

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა დე სილვამ, საპროტესტო აქციების გამო, ქვეყნის დედაქალაქში იანვრის ბოლომდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს ათასობით მომხრე დედაქალაქში გამოვიდა. ისინი ნაციონალური კონგრესისა და ფედერალური სასამართლოს შენობებში შეიჭრნენ, მოქმედი პრეზიდენტის რეზიდენცია კი ალყაში მოაქციეს.