გახანგრძლივებული მაგნიტური ქარიშხალი კვლავ დაფარავს დედამიწას
1744049852
აშშ ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვაწარმოებთ პირდაპირ მოლაპარაკებებს ირანთან და ეს უკვე დაიწყო. შაბათს გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და ვნახოთ, რა მოხდება. მგონი, ყველა თანხმდება, რომ შეთანხმების მიღწევა უფრო სასურველი იქნებოდა“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.